geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება 

                                                                                                                                    
№ 09/29 - 01

23.06.2026
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2025-2026  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო პროგრამაზე (ერთწლიანი) საკურსო პროექტის დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით კომისიის შექმნის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და  მე-6 პუნქტის საფუძველზე 

ვბრძანებ:

1. შეიქმნას სამაგისტრო პროგრამის „საექსპორტო სტრატეგიების მენეჯმენტი“ საკურსო პროექტის ნაშრომის დაცვის კომისია  შემდეგი შემადგენლობით:
ა) ასოცირებული პროფესორი  მერაბ ხოხობაია  -  კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი გიორგი ღაღანიძე;
გ) ასოცირებული პროფესორი  ბადრი რამიშვილი;
დ) ასოცირებული პროფესორი გელა გრიგოლაშვილი
ე) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი - ელისო კვირკაშვილი

2. სამაგისტრო პროგრამაზე „საექსპორტო სტრატეგიების მენეჯმენტი“ საკურსო პროექტის დაცვა განხორციელდება 20.07.2026; 11:00 სთ., შემდეგ მისამართზე ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.№19 კორპუსი 10. ოთახი 609.

3. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

4. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

5 . ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი     ასოცირებული პროფესორი            მერაბ ხოხობაია